იმერეთის სადროშოს მეთაური
იმერეთის სადროშოს მეთაური
ქართულ წყაროებში გვხვდება XI საუკუნიდან, როდესაც კვირიკე III-მ გააერთიანა კახეთ-ჰერეთის სამეფო, მიიღო მეფის ტიტული და დედაქალაქი თელავში დააფუძნა. XII საუკუნეში იგი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი იყო განვითარებული ვაჭრობითა და ხელოსნობით. თელავზე გადიოდა სავაჭრო-საქარავნო გზები. XIII საუკუნის II ნახევრიდან, მონღოლთა ლაშქრობების შემდეგ მისი მნიშვნელობა დაეცა. შემდგომში იგი მონღოლი მოხელის სადუნ მანკაბერდელის საკუთრება გახდა. XV-XVI საუკუნეებში თელავი ისევ დაწინაურდა. XVII საუკუნეში ქალაქის შემდგომი განვითარება შეაფერხა ირანის შაჰის აბას I-ის ლაშქრობებმა. XVII საუკუნის II ნახევარში კახეთის მეფე არჩილ II-მ თავისი რეზიდენცია გრემიდან თელავში გადმოიტანა. ამ პერიოდიდან თელავი მწიგნობრობის კერად იქცა. აქ სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ არჩილ II, დავით II (მამყული-ხანი), თეიმურაზ II, საიათნოვა და სხვა. XVIII საუკუნის შუა პერიოდიდან თელავი ითავსებდა ციხე-გალავნის ფუნქციას ლეკებისგან თავდასაცავად. გვიანფეოდალურ ხანაში თელავი აღმოსავლეთ საქართველოში თავისი მნიშვნელობითა და მოსახლეობის რაოდენობით, ტფილისის (20 000 მოსახლე) შემდეგ მეორე ქალაქი იყო - 1770 წელს მისი მოსახლება 3700 აღწევდა, მაშინ როდესაც მესამე ქალაქში — გორში — 2500 ადამიანი ცხოვრობდა. XVIII საუკუნის II ნახევარში თელავი ფეოდალური ტიპის ქალაქი იყო. მის არქიტექტურას განსაზღვრავდა ოთხი ნაგებობა: ძველი გალავანი, ბატონის ციხე, ყორჩიბაშვილებისა და ვახვახიშვილების ციხეები. 1758 წელს ააგეს კარის ახალი ეკლესია, ხოლო 1766 წელს საზარბაზნე ბურჯი. თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის ოჯახში დამკვიდრებულ ლიტერატურულ ტრადიციებზე აღიზარდა ქართველ ბატონიშვილთა მთელი თაობა. 1758 წელს თელავში დაარსდა საფილოსოფოსო-საღვთისმეტყველო სკოლა, რომელიც 1782 წელს თელავის სემინარიად გადაკეთდა. აქ საგანმანათლებლო და შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდნენ ფილიპე ყაითმაზაშვილი, გაიოზ რექტორი, დავით რექტორი და სხვა. თელავის სემინარიამ 1801 წლამდე იარსება.
https://chokhosnebi.website/gallery/view/18
თელავი
მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთის ძირას და ალაზნის ვაკეზე, ზღვის დონიდან 550-800 მეტრზე. თბილისიდან დაშორებულია 158 კმ-ით. ჰავა ზომიერად ნოტიოა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 9°C, იანვრისა 0,5°C, ხოლო აგვისტოსი 23°C. ნალექები 770 მმ წელიდადში.მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთის ძირას და ალაზნის ვაკეზე, ზღვის დონიდან 550-800 მეტრზე. თბილისიდან დაშორებულია 158 კმ-ით. ჰავა ზომიერად ნოტიოა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 9°C, იანვრისა 0,5°C, ხოლო აგვისტოსი 23°C. ნალექები 770 მმ წელიდადში.მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთის ძირას და ალაზნის ვაკეზე, ზღვის დონიდან 550-800 მეტრზე. თბილისიდან დაშორებულია 158 კმ-ით. ჰავა ზომიერად ნოტიოა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 9°C, იანვრისა 0,5°C, ხოლო აგვისტოსი 23°C. ნალექები 770 მმ წელიდადში.