საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
30 ოქტომბერი 2021
26 ოქტომბერი 2021
მღვდელი აკაკი ლიპარტელიანი და მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია-ში მოქმედი მგალობელთა გუნდი. 2017 წელი (ვიდეოს ავტორი ზვიად კეჭაყმაძე)
21 ოქტომბერი 2021
საყმაწვილო სასწავლო სტუდია ,,ჩოხოსანი" არის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კულტურის ხელშეწყობის ფარგლებში გამართული კონკურსის გამარჯვებული, სადაც მოზარდები დაეუფლებიან სახელოვნებო და სხვა საგნებს მათ შორის - წიგნიერება, ბიბლიური ისტორიები, ფერწერა, კალიგრაფია, უცხო ენები, ჭრა- კერვა, მხიარული მათემატიკა და სხვა.
21 ოქტომბერი 2021
სამწუხაროდ, არ წყდება რიგი ტელეარხების ჟურნალისტების მხრიდან ეკლესიისა და სასულიერო პირების მიმართ უხეში და აგრესიული ქმედებები.
სწორედ ასეთი მორიგი ფაქტი ვიხილეთ დღეს დილით, როდესაც „TV პირველის“ (სავარაუდოდ) ჟურნალისტი ცდილობდა მონაზვნების საცხოვრებელ ბინაში ძალით შესვლას და სასურველი ინფორმაციის ამ გზით მოპოვებას.
ვითარების სიცხადისთვის აქვე ვურთავთ ამ ფაქტის ამსახველ ვიდეოს.
ამასთან, დავძენთ, რომ მსგავსი ფაქტები არა მარტო ეკლესიისათვის არის საზიანო, არამედ, უპირველესად, ჩრდილს აყენებს თავად ჟურნალისტების საქმიანობას, ლახავს მათ პროფესიულ ეთიკას და იწვევს საზოგადოების უნდობლობასა და გაღიზიანებას - აცხადებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.