საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
სამწუხაროდ, არ წყდება რიგი ტელეარხების ჟურნალისტების მხრიდან ეკლესიისა და სასულიერო პირების მიმართ უხეში და აგრესიული ქმედებები.
სწორედ ასეთი მორიგი ფაქტი ვიხილეთ დღეს დილით, როდესაც „TV პირველის“ (სავარაუდოდ) ჟურნალისტი ცდილობდა მონაზვნების საცხოვრებელ ბინაში ძალით შესვლას და სასურველი ინფორმაციის ამ გზით მოპოვებას.
ვითარების სიცხადისთვის აქვე ვურთავთ ამ ფაქტის ამსახველ ვიდეოს.
ამასთან, დავძენთ, რომ მსგავსი ფაქტები არა მარტო ეკლესიისათვის არის საზიანო, არამედ, უპირველესად, ჩრდილს აყენებს თავად ჟურნალისტების საქმიანობას, ლახავს მათ პროფესიულ ეთიკას და იწვევს საზოგადოების უნდობლობასა და გაღიზიანებას - აცხადებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.
21 ოქტომბერი 2021