• შემოგვიერთდით
ახალი ამბების

26 ივნისი 2022

პატრიარქი წმინდა ნინოს ტროპარს ამბობს

03 ივნისი 2022

პატრიაქის მიერ ნათქვამი წმინდა ნინოს ტროპარი

16 თებერვალი 2022

„ერის დაცემა მაშინ იწყება, როცა ის თავის ისტორიას ივიწყებს, „აწმყო შობილი წარსულისგან, არის მშობელი მომავლისა“, – სწორედ ამ წინასიტყვაობით იწყება ფილმი „სისხლის ყივილი“, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაბადებულ ახალგაზრდას ეკუთვნის. გიორგი ვასაძე წარმოშობით გურულია, დასავლეთ საქართველოდან მოშორებით გაზრდილს, მუდმივად ჰქონდა თავისი გვარის ადამიანებისადმი დიდი სიყვარული და ინტერესი. იდეა, გაეცნო და ერთად შეეკრიბა ნათესავები, მას შემდეგ გაუჩნდა, როდესაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ  გვარების შეკრებისა და გაერთიანების ტრადიცია ჩამოაყალიბა. თუმცა, იდეას განხორციელება სჭირდებოდა. გიორგიმ მეგობრის, თეა ღამბაშიძის, დახმარებით მოიძია გვარის ისტორია, გაარკვია, რომ მისი გვარის  წარმომადგენლები, ტაო-კლარჯეთში, კერძოდ, ევფრატში ცხოვრობენ, დაგეგმილი შეხვედრა  ემოციური და ძალიან თბილი აღმოჩნდა.

„წარმოშობით გურული ვარ, ოზურგეთის რაიონის სოფელ თხინვალიდან. დავიბადე და გავიზარდე დაბა თამარისში, სკოლის დამთავრებისთანავე ჩავირიცხე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. სამხედრო-სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ 12 წელი ვიმსახურე ჯარში, სწორედ ამ დროს, შევიცვალე საცხოვრებელი ადგილი და ოჯახთან ერთად გადავედი რუსთავში.  გვარის შეკრების სურვილი  პატრიარქის ბრწყინვალე იდეის შემდეგ გამიჩნდა. 2015 წელს დავიწყე მასალების მოძიება თეა ღამბაშიძის და მისი ჯგუფის გენიოლოგიური კვლევის ცენტრის ,,არიან ქართლი,,დახმარებით. მივაკვლიე ვასაძეების გვარს, ისინი ტაო-კლარჯეთში ცხოვრობენ, მათ მსგავსად, იქ ძალიან ბევრი ქართული გვარია, ჩემი სურვილია, მათაც მოიძიონ ერთმანეთი, აღდგეს ურთიერთობები. გვარის დალოცვის შემდეგ,  თანამოაზრეებთან ერთად, ვესტუმრე მათ, გავიცანით და აღვადგინეთ მისვლა-მოსვლა, ეს იყო დაუვიწყარი ემოცია“.

სწორედ ვასაძეების სტუმრობა ტაო-კლარჯეთში, ის ემოცია, სითბო და სიყვარული აისახა სტუდია „გუთანის“ მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში. რეჟისორმა, სამშობლოსმცოდნეობის პედაგოგმა, ლექსო გელაშვილმა აღდგენილ ტრადიციას თავი ერთად მოუყარა, თავისი არაჩვეულებრივი ლოგიკითა და მჭერმეტყველებით, გვარის აღდგენისა და ურთიერთობის შესახებ წინასიტყვაობაც  მოამზადა და ფილმად აკინძა, სადაც ნათლად ჩანს, მრავალი წლის მანძილზე, ტაო-კლარჯეთში მცხოვრები ხალხის სიყვარული საქართველოსადმი.

 
„შვილები სამრევლო სკოლაში დამყავდა, სადაც გავიცანი ლექსო გელაშვილი, ძალიან კარგი პედაგოგი და ადამიანი. ჩემი ჩანაფიქრის შესახებ ვუამბე, გაუხარდა და სწორედ აქედან დაგვებადა იდეა, გადაგვეღო დოკუმენტური ფილმი, რომელსაც სახელიც შესაბამისი დავარქვით, ეს მართლაც სისხლი ყივილია, ყველა წამოწყებაში გვერდით მიდგას მეუღლე და ყველა იდეას ერთად ვახორციელებთ’’.

გიორგი დღეს ემიგრანტია, ის ამერიკაში მეუღლესთან და შვილებთან ერთად  ცხოვრობს,თუმცა არც იქ კარგავს და ივიწყებს ახლობლებს. სწორედ მას ეკუთვნის მრავალი წლის წინ, საქართველოდან წასული გურულების შეკრების იდეა, რომელიც  ტრადიციად აქცია.

ავტორი:მაგდა დევნოზაშვილი.

24 იანვარი 2022

ჩვენი არქივი -მილოცვა პარტრიარქს - 14 დეკემბერი, 2021

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ანგელოზის დღეს ულოცავენ საპატრიარქოს ჩოხოსანთა გორის სადროშოს წევრები.

19 იანვარი 2022

ნათლისღება 2022 წელი პატრიარქის ქადაგება და პრემიერის სიტყვა

26 დეკემბერი 2021

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის ქადაგება (25.12.2021)

22 დეკემბერი 2021

აქტუალური საკითხები ეკლესიაში და მისი მიმოხილვა - მეუფე იოანე (გამრეკელი)

21 დეკემბერი 2021

მარაბდის ველზე 9 ძმა ხერხეულიძის გმირთა მემორიალი გაიხსნა

01 დეკემბერი 2021

14 ნოემბერი 2021

100 ათასი მოწამის ხსენების დღე