• შემოგვიერთდით
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ქართული გალობის შესახებ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ქართული გალობის შესახებ
  „იქამდეც კი მივედით, რომ ქართული გალობა არ არის კანონიკური და ბერძნული არის კანონიკურიო. არცერთ ჩვენს წინაპარას არ მოსვლია ასეთი მზაკვრული აზრი. იმდენად დაეცა ქართველი ადამიანი, რომ აი, ასეთი აზრი ზოგიერთ სასულიერო პირსაც გაუჩნდა და დაგვჭირდა, გამოტანილი ყოფილიყო სინოდის დადგენილება, რომ ქართული გალობა ჩვენი უძველესი კულტურისა და სულიერების ნიმუშია“.
  „ქართული გალობა ისეთივე საუნჯეა ჩვენთვის, როგორც ჩვენი ენა, მწერლობა, პოეზია, ლიტერატურა. ამიტომაც განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ მას“.
  ,,თამამად შეიძლება ითქვას, რომ ძველი ქართული გალობა არის საეკლესიო ტრადიციის წმინდად დამცველი, შეურყვნელი, უძველესი და, ამასთან, შუა საუკუნეების მართლმადიდებელ ეკლესიათა საგალობლებს შორის ერთადერთი მრავალხმიანი, ანალოგის არმქონე, რაც მის უნიკალურობას განაპირობებს“.
  ამონარიდები ქადაგებებიდან (წყარო - საპატრიარქოს უწყებანი)

30 ნოემბერი 2021