• შემოგვიერთდით
60 წლის ასაკში გარდაიცვალა შემოქმედის ეპარქიის მღვდელმსახური, ჯუმათის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მიქაელი (მიგინეიშვილი).

 

მამა მიქაელი თავისი სასულიერო მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს სხვადასხვა ეკლესია-მონასტერში მსახურობდა, ბოლო 24 წლის განმავლობაში იგი ჯუმათის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო.

 

არქიმანდრიტ მიქაელს დაკრძალავენ სამშაბათს, 2021 წლის 23 ნოემბერს, ჯუმათის მამათა მონასტერში.

 

 მწუხარებას გამოვთქვამთ არქიმანდრიტ მიქაელის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებს, მონასტრის წევრებსა და სამწყსოსს.

უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.

 გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული არქიმანდრიტი მიქაელი,

20 ნოემბერი 2021