საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აგრძელებს შეხვედრების ციკლს სხვადასხვა აქტუალური საკითხის თაობაზე.
დღეს, 16 ნოემბერს, საპატრიარქოში გამართული მორიგი შეხვედრა ჰუმანურ პედაგოგიკას მიეძღვნა.
შეხვედრას უძღვებოდა ბატონი შალვა ამონაშვილი - აკადემიკოსი, პედაგოგი და ფსიქოლოგი. შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლები, სასულიერო პირები და სხვა სტუმრები.
შეხვედრაზე იმსჯელეს ჰუმანიზმის რაობაზე, ჰუმანური პედაგოგიკის არსსა და მნიშვნელობაზე, მის ქრისტიანულ საფუძვლებსა და ქრისტიანული თვალთახედვით გაანალიზებაზე, თავის მხრივ კი, ქრისტიანობის უმთავრესი ღირებულებების პედაგოგიკაში გამოყენებაზე. საუბარი ასევე შეეხო პედაგოგიკისა და თანამედროვე გამოწვევების ურთიერთმიმართებას, სასულიერო პირისა და მასწავლებლის როლს ბავშვისა და მოზარდის ცხოვრებაში.
შეხვედრის დასასრულს გამოითქვა ორმხრივი თანამშრომლობის სურვილი და ამ მართულებით დაიგეგმა სამომავლო შეხვედრა. (ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს)
16 ნოემბერი 2021