საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
როგორც საპატრიარქოს საზოგადეობასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს ბოლო დროს გახშირდა სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდებზე ე.წ. ,,ტროლებისა" და ,,ბოტების" შეტევა. მსგავსი ფაქტების შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა რამდენჯერმე გააკეთა შესაბამისი განცხადება. გამონაკლისი არც ამჟამინდელი შემთხვევაა.
სამწუხაროდ, ჩვენს facebook-გვერდზე ბოლო სამი დღის განმავლობაში განთავსებული უკლებლივ ყველა მასალა მორიგი ასეთი შემოტევის სამიზნე აღმოჩნდა.
ნიშანდობლივია, რომ დაპირისპირებული ძალა მსგავს მანიპულაციებს ახორციელებს ისეთი ვიდეოების მიმართ, რომლებიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეკლესიის პოზიციის გამოსაკვეთად.
საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქო მუდმივად ცდილობს, ობიექტური, სანდო და ამომწურავი ინფორმაციის გავრცელებას თავისი მედიარესურსების საშუალებით
25 ოქტომბერი 2021