• შემოგვიერთდით
ხატვა ღია ცის ქვეშ

სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ჩატარდა ღონისძიება პანდემიის შემდგომი რეაბილიტაციის ეგიდით - ხატვა ღია ცის ქვეშ, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს 5 დან 16 წლამდე ასაკის მოზარდებმა (მათ შორის მრავალშვილიანი ოჯახის წევრებმა), მათ ტაძრის ეზოში განთავსებულ მოლბერტებზე დახატეს, თემა - თავისუფალი.
საყმაწვილო სასწავლო სტუდია ,,ჩოხოსანი" არის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კულტურის ხელშეწყობის ფარგლებში გამართული კონკურსის გამარჯვებული და აღნიშნული ღონისძიებაც კულტურის სამინისტროსა და საპატრიარქოს ერთობლივი ხელშეწყობით ხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ საყმაწვილო სასწავლო სტუდია „ჩოხოსანი“ ერთი წელია, რაც ფუნქციონირებს.
2021 წლის 1 ოქტომბერიდან კი იგი მოზარდებს უკვე სამების საკათედრო ტაძრის სივრცეშიც მასპინძლობს (საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ოფისი).
აქ მოზარდები ეუფლებიან: სკოლამდელი მომზადების კურსს, წიგნიერებას, კალიგრაფიას, ხატწერას, ბიბლიურ ისტორიებს, ფერწერას, უცხო ენებს, ჭრა-კერვას, გალობასა და სხა საგნებს.
სწავლებას განსაკუთრებით სახალისოს ხდის სტუდიის თოჯინების თეატრი.
ასევე, პერიოდლი შეხვედრები ხალხური რეწვისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგის ოსტატებთან .   

(ია ბარბარე ჩიღვინაძის ფოტოები)
მოსწავლეები მიიღებიან 5 წლის ასაკიდან.
ხელმძღვანელი ნინო ლარცულიანი - პროფესორი, მწერალი, განათლების მართვის ტრენერი, მენტორი მასწავლებელი. 

https://www.facebook.com/wignierebisgakvetilebi/     595 03 44 20 ნინო ლარცულიანი

24 ოქტომბერი 2021