• შემოგვიერთდით
ხატვა ღია ცის ქვეშ

კვირას, 24 ოქტომბერს, 12:30 საათზე სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ტარდება ღონისძიება პანდემიის შემდგომი რეაბილიტაციის ეგიდით - ხატვა ღია ცის ქვეშ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ 5 დან 16 წლამდე ასაკის მოზარდები (მათ შორის მრავალშვილიანი ოჯახის წევრები), ისინი ტაძრის ეზოში განთავსებულ მოლბერტებზე დახატავენ, თემა - თავისუფალი.
საყმაწვილო სასწავლო სტუდია ,,ჩოხოსანი" არის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კულტურის ხელშეწყობის ფარგლებში გამართული კონკურსის გამარჯვებული და აღნიშნული ღონისძიებაც კულტურის სამინისტროსა და საპატრიარქოს ერთობლივი ხელშეწყობით ხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ საყმაწვილო სასწავლო სტუდია „ჩოხოსანი“ ერთი წელია, რაც ფუნქციონირებს.
2021 წლის 1 ოქტომბერიდან კი იგი მოზარდებს უკვე სამების საკათედრო ტაძრის სივრცეშიც მასპინძლობს (საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ოფისი).
აქ მოზარდები ეუფლებიან: სკოლამდელი მომზადების კურსს, წიგნიერებას, კალიგრაფიას, ბიბლიურ ისტორიებს, ფერწერას, უცხო ენებს, ჭრა-კერვას, გალობასა და სხა საგნებს.
სწავლებას განსაკუთრებით სახალისოს ხდის სტუდიის თოჯინების თეატრი.
ასევე, პერიოდლი შეხვედრები ხალხური რეწვისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგის ოსტატებთან .
მოსწავლეები მიიღებიან 5 წლის ასაკიდან.
ხელმძღვანელი ნინო ლარცულიანი - პროფესორი, მწერალი, განათლების მართვის ტრენერი, მენტორი მასწავლებელი.

22 ოქტომბერი 2021