საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
კულტურის სამინისტრომ კონკურსის „საყმაწვილო სასწავლო სტუდიების ხელშეწყობა“ გამარჯვებულები გამოავლინა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „საყმაწვილო სასწავლო სტუდიების ხელშეწყობა“ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.
ესენია:
1. საყმაწვილო სასწავლო სტუდიის „ჩოხოსანი“ ხელშეწყობა, განმახორციელებელი - ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების განვითარების ფონდი;
2. სამხატვრო სტუდიის განვითარების ხელშეწყობა თამარ მეფის სახელობის ხელოვნების სკოლა-პანსიონში, განმახორციელებელი - ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-პანსიონი;
3. საგანმანათლებლო კინო - „გაცოცხლებული ტილოები“, განმახორციელებელი - ა(ა)იპ ინვალიდ და დიაბეტით დაავადებულ მოზარდთა რეაბილიტაციის ფონდი ართ ჰოლი;
4. კინოსახელოსნო და კინოკლუბი მოზარდებისთვის - სარკმელი კინოსამყაროში, განმახორციელებელი - ა(ა)იპ კინოკლუბი.
აღნიშნული კონკურსი მიმდინარე წლის 6 აგვისტოს გამოცხადდა. კონკურსისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 25 000 ლარს და მის ფარგლებში კულტურის სამინისტროს სულ 10-მა განმცხადებელმა მომართა.
08 სექტემბერი 2021