საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
საყმასწვილო სასწავლო სტუდია „ჩოხოსანი“
1 ოქტომბრიდან
უკვე თბილისის სამების საკათედრო ტაძარში გიმასპინძლებთ!!!
საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოებასთან არსებული საყმაწვილო სასწავლო სტუდია „ჩოხოსანი“ იწყებს მოსწავლეთა მიღებას.
მისამართი: თბილისი, წმ. ელიას მთა, სამების საკათედრო ტაძარი, ჩოხოსანთა ოფისი.
საყმაწვილო სასწავლო სტუდიაში ისწავლება შემდეგი საგნები:
* საღვთო სჯული
* დედა ენა
* წიგნიერება
* ფერწერა
* კალიგრაფია
* ფრანგული ენა
შეგახსენებთ, რომ საყმაწვილო სასწავლო სტუდია „ჩოხოსანი“ შექმნილია საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების კულტურის სამსახურის მიერ და განკუთვნილია ნორჩი ჩოხოსანებისა და ყველა სასულიერო და ეროვნული თემატიკით დაინტერესებული მოსწავლისათვის.
მსურველები მიიღებიან 5 წლის ასაკიდან და შეისწავლიან მათთვის სასურველ საგანს ან საგნებს.
საყმაწვილო სასწავლო სტუდიის მიერ შემოთავაზებული საგნებია:
1. საღვთო სჯული (საგანი ისწავლება იაკობ გოგებაშვილის საღვთო ისტორიისა და სასულიერო თემატიკის ანიმაციური და მხატვრული ფილმების დახმარებით) - სწავლება უფასოა;
2. დედა ენა - იაკობ გოგებაშვილის ნამდვილი ,,დედა ენის" მიხედვით (სკოლამდელი და დაწყებითი კლასის მოსწავლეთათვის) - ფასი 30 ლარი;
3. წიგნიერება - საბაზო და საშუალო კლასის მოსწავლეთათვის (რუსთველისეული აფორიზმებისა და დიდი ქართველების ცხოვრებისა და შემოქმედების გაცნობა; წიგნზე მუშაობის უნარის განვითარება, ესეს წერა, პრეზენტაცია, ძირეული გრამატიკული საკითხები, მართლწერა და სხვა - საგნის საფასურია 30 ლარი;
4. ხატვა/ფერწერა - თემატური ნახატების შექმნა, თიხის ნაკეთობების მოხატვა და სხვა - საგნის საფასურია 30 ლარი;
5. კალიგრაფია - კალიგრაფიული ნამუშევრებისა და ხელნაკეთი წიგნების შექმნა - საგნის საფასურია 30 ლარი;
6. ფრანგული ენა - საგნის საფასურია 30 ლარი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ელექტრონულ გვერდზე:
https://www.facebook.com/wignierebisgakvetilebi
ან დაგვირეკეთ შემდეგ ნომერზე: 595 03 44 20
04 სექტემბერი 2021