საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
რა ვერ გაიგეთ კი მაგრამ, სახემწიფო ეკლესიას არ აფინანსებს, სახელმწიფო უხდის ეკლესიას იმ ზარალის კომპენსაციას რომელი ზარალიც ეკლესიას მიადგა 1918-1921 წლებში საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის არსებობის პირობებში, სამთავრობო დადგენილებებით ეკლესიის უძრავი ქონების სახელმწიფოსთის გადაცემის და მოძრავი ქონების ღირებული ნაწილის მითვისების შედეგად. ასევე 1921 წლიდან საბჭოთა სოციალისტური საქართველოს რესპუბლიკის არსებობის პირობებში, ამავე რესპუბლიკის ანტი-რელიგიური გადაწყვეტილებების შედეგად ეკლესიების ძარცვა-გლეჯისა და დარბევის დასაკომპენსირებლად.
ზემოხსენებული ორივე რესპუბლიკის (დემოკრადიულისაც და საბჭოთაც) სამართალმემკვიდრე არის დღევანდელი საქართველოს სახელმწიფო და ლოგიკურია, რომ კისრულობს კომპენსაციას წარსული მიმტაცებლური პოლიტიკის შედეგად მიყენებულ ზარალზე.
საოცარია პირდაპირ, რა არის ამში გაუგებარი.
25000000 ლარი (და არა დოლარი) მხოლოდ სასწავლო დაწესებულებებს ძლივს ყოფნის (თავის კომუნალურებიანად)რაც შეეხება ეპარქიებისა და ეკლესია-მონასტრების ისინი ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად საზრდოობენ მორწმუნე მრევლის შეწირულობებით (შეწირულობა ზოგი მცირეა და ზოგი დიდი).
საქართველოს ეკლესია, ყველა ავტოკეფალურ ეკლესიას შორის ყველაზე ღარიბია (პრაქტიკულად ღატაკი).
საბერძნეთის ეკლესიამ 300,000000 ევრო გამოყო საქველმომქმედო, სოციალური და სასწავლო მიზნებისთვის, რამდენიმე წლის წინ კი თესალონიკის მიტროპოლიტმა კოლოსალური თანხები გამოყო იგივე მიზნებისთვის და აბა თუ მიხვდებით როგორ შეძლეს ეს? მათ სახელმწიფო რეალურად აფინანსებთ, საქართველოს ეკლესია კი იღებს წარსულში მიყენებული ზარალის კომპენსაციას და იმასაც, ზარალთან შედარებით მიზერული სახით (არავინ თქვას 25 მილიონი მიზერული თანხა როგორააო, როგორ და მარტივად. ერთი ოჯახისთვისაა ბევრი თორემ ათასობით სასულიერო პირი რომ გყავს და კაპიკს ვერ აძლევ ხელფასს იმიტომ, რომ სასწავლო დაწესებულებებისთვისაც კი შეწირულობებით გიწევს დამატება, აი მაშინ მიზერულია ნამდვილად).
20 ივლისი 2021