საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და მთავრობის თავკაცის ირაკლი ღარიბაშვილის ერთობით ზაზა გახელაძე თავისუფალია !!!
მერამდენე მაგალითით დაგვანახოს უფალმა, რომ საქართველოს კეთილდღეობა და ოქროს ხანა დამოკიდებულია, მხოლოდ და მხოლოდ, დედაეკლესიისა და ხელისუფლების ერთიანობაზე. გადახედეთ დავითისა და თამარის ეპოქას და მიხვდებით...
უზნეობისა და გარყვნილების აპოლოგეტებს, შინაურებთან "ლომებს" და მტერთან - ზარგანხდილ ტურებს: ოკუპანტებთან ბრძოლა და ტერიტორიების დაბრუნება, თუნდაც დაკავებულის გათავისუფლება, ჩახდილი უკანალებით არ ხდება, რადგან მაგ დროს სწორედაც სხეულის იმ ნაწილებად გთვლიან, რომლის დემონსტრირებასაც ახდენთ...
გააფთრებით კი ებრძვით ეკლესიას, მაგრამ ყველა ხედავს, რომ თუკი რამ სასიკეთო ხდება ჩვენში, სწორედ მაშინ, როცა ჩვენი სათნო, თქვენგან მოძულებული პატრიარქი, ლოცვას და საქმეს არ იშურებს, რათა შეეწიოს არა მხოლოდ სამშობლოს, არამედ თითოეულ ადამიანს.
ახლა, ამაზეც ამოხტებით კანიდან და დიდხანს იყაყანებთ რუსეთის აგენტობაზე და სხვა სისულელეებზე. ეგ ყველაფერი მოძველდა, მაინც ვერაფერს დააკლებთ ჩვენს პატრიარქს. მტერიც კი ხედავს, თუ ვინ არის აქ უპირველესი და შეუვალი ავტორიტეტი და მის თხოვნას თუ სიტყვას ანგარიშს უწევს. ზაზა გახელაძის თავისუფლებით კიდევ ერთხელ დაინახა ყველამ, თუ როგორი დიადია საქართველოს სულიერი მამა და რა საცოდავები ხართ შარვალჩახდილნიც და ჯერაც ჩაუხდელნიც..
15 ივლისი 2021