• შემოგვიერთდით
ვაი მათ,ვინც ბოროტებას სიკეთეს არქმევს და სიკეთეს-ბოროტებას - მეუფე გიორგი ჯამდელიანი

პირველ რიგში,მინდა გამოვთქვა ჩემი ღრმა მწუხარება ტელეოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო,ღმერთმა შეიწყალოს მისი სული.
 მინდა გამოვეხმაურო ქვეყანაში განვითარებულ მიმდინარე მოვლენებს!ის,რაც დღეს ხდება ეგრეთ წოდებული ოპოზიციის მხრიდან და მათ მიერ მართული ჟურნალისტებისაგან,რომლებმაც ბოლომდე ჩამოიხსნეს ნიღაბი და გამოაჩინეს თავიანთი რეალური სახეები,ნაცვლად იმისა,რომ პატივი სცენ და ემსახურონ სიმართლეს ისინი გვევლინებიან როგორც მხარე და ამით არღვევენ ყოველგვარი ჟურნალისტური ეთიკის ნორმებს.
  ვაი მათ,ვინც ბოროტებას სიკეთეს არქმევს და სიკეთეს-ბოროტებას;  ვინც ბნელს ნათლად სახავს და ნათელს-ბნელად;სიმწარეს სიტკბოდ სახავს და სიტკბოს-სიმწარედ!(ესაია 5;20)

  ასევე,მივმართავ საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის იმ წარმომადგენლებს,რომლებიც ახდენენ ზეწოლას და თავს გვახვევენ ჩვენი სარწმუნოებრივი და ეროვნული ღირებულებების შემლახავ იდეოლოგიას,პატივი ეცით ჩვენი ქვეყნის სუვერენინეტს,მის სარწმუნოებრივ სინდისს და მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს!
  რაც შეეხება განვითარებულ მოვლენებს,მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ე.წ “მოძრაობა პრაიდის” ორგანიზატორებს და მათ უკან მდგომ ვაი პოლიტიკოსებს,რომელნიც ძალაუფლების მოხვეჭის სენით არიან შეპყრობილნი და ეწევიან ანტიეროვნულ და ანტიეკლესიურ საქმიანობას!
“აღსდეგინ ღმერთი და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისაგან მისისა.”
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი
გიორგი.
13.07.2021.

15 ივლისი 2021