საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, სოციალურ ქსელში, ზაზა გახელაძის გათავისუფლებას ეხმაურება.
"ზაზა გახელაძე თავისუფალია!
ვულოცავთ ზაზას, მის ოჯახსა და ახლობლებს, მთელ ქვეყანას ამ მნიშვნელოვან და სასიხარულო ამბავს.
უფალმა დალოცოს ზაზა, მისი კეთილისმსურველნი და ყველა, ვინც წვლილი შეიტანა და ძალ-ღონე არ დაიშურა მის გასათავისუფლებლად" , - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, უკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე თავისუფალია.
შეგახსენებთ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაზა გახელაძე უკანონოდ 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 2021 წლის 5 თებერვალს მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა მიუსაჯა.
15 ივლისი 2021