საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
წმინდა სპირიდონი, ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსიღირსმოწამე იოანე, ზედაზნის წინამძღვარიმღვდელმოწამე ალექსანდრე, იერუსალიმელი ეპისკოპოსი
ძვ. სტილი/12 დეკემბერი/ოთხშ /ახ.სტილი/25 დეკემბერი
მარხვა
სპირიდონისა, ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსისა, სასწაულმოქმედისა (დაახლ. 348); ღირსმოწამისა იოანესი, ზედაზნის წინამძღვრისა, სარკინოზთაგან წამებულისა (IX); მღვდელმოწამისა ალექსანდრესი, იერუსალიმელი ეპისკოპოსისა (251); მოწამისა სინეზისა (თეიმურაზისა) (270-275); წმინდა მოწამე პეტრე ალეუტი და მასთან ერთად, ამერიკის მიწის პირველმოწამენი; ღირსი ამონაფი პელუსიელი; ღირსი ანთოსი (V); ღირსი კოლმან გლენდალოხელი; ღირსი ფინიან კლონარდელი (+549); წმინდა იოანე, ზიხნელი მიტროპოლიტი (+1333); წმინდა თერაპონტე მონზელი (+1597).
დღის ლოცვა
სპირიდონის, ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსის, საკვირველმოქმედის
ტროპარი: პირველსა კრებასა შინა გამოსჩნდი შენ მბრძოლად ძლიერად, საკვირველმოქმედო, ღმერთშემოსილო სპირიდონ მამაო ჩუენო, მკუდარსა ჰკითხევდ რა, მეყუსეულად ხმა-გიყო შენ, რამეთუ გუელი ოქროდ შესცვალე, და ლოცვათა შენთა ანგელოზნი გაქუნდეს თანაშემწედ და თანამწირველად შენ, ყოვლადსამღვდელოო: დიდებაი, რომელმან გადიდა შენ, დიდებაი, რომელმან გვირგვინოსან გყო შენ, დიდებაი, რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა.
კონდაკი: სურვილითა ქრისტესითა იღუაწე, ყოვლადსამღვდელოო, გონებაი ფრთოვან-ჰყავ და ბრწყინვალებითა საღმრთოთა ხილულისა საქმითა უხილავნი საქმენი ჰპოვენ, ღმრთივსულიერო, რამეთუ მსხვერპლ შეწირულ ღმრთისა იქმენ და კადნიერად მეოხ ხარ ჩუენ ყოველთათვის.
25 დეკემბერი 2024