• შემოგვიერთდით
24 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყველა ქართველ წმინდანის ხსენებას დღესასწაულობს.

გილოცავთ! 24 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყველა ქართველ წმინდანის ხსენებას დღესასწაულობს.
  ხსენება ყოველთა წმიდათა საქართველოში წამებულთა და ღირსთა მამათა და დედათა; ღირსისა დანიელ მესვეტისა (489-490); მოწამისა მირაქსისა (VII); მოწამეთა აკეფსესი და აითალასი; ღირსისა ლუკა მესვეტისა (დაახლ. 970-980); ღირსი ნიკონ მღვიმელი, პირხმელი (XII); ღირსი კუკშა ოდესელი (+1964); წმინდა მღვდელმოწამე ბარსაბა და მასთან ერთად ვნებული ათი მოწამე (+342); ღირსი ლეონტი აქაიელი (+1452); წმინდა ნიკიფორე II ფოკა (+969); ღირსი პეტრე მოღვაწე და აკეფსიმე სპარსი; წმინდა მოწამენი ტერენტი, ვიკენტი, ემილიანე და ბებეა; ღირსნი ბიხიანე და ნომონი კვიპრელები; წმინდა მღვდელმოწამე თეოფანე (ილმენსკი), სოლიკამის ეპისკოპოსი (+1918); პერმელი მღვდელმოწამენი, ორნი, სახელები უცნობია (+1918). პერმელი მოწამენი, ხუთნი რიცხვით, მათი სახელები უცნობია (+1918); მღვდელმოწამე ნიკოლოზ ვინოგრადოვი, მღვდელი (+1937); მღვდელმოწამე იოანე ბოგოიავლინსკი, მღვდელი (+1942).


დღის ლოცვა
ღირსი დანიელ მესვეტის
  ტროპარი: სუეტ მოთმინებისა ქმნილი, ებაძვე პირველმამათა, ღირსო, იოსებს - ვნებათა შინა, და იოსებს - განსაცდელსა და უხორცოთა მოქალაქობასა, მყოფი ხორცთა შინა, მამაო წმიდაო დანიელ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
  კონდაკი: ვითარცა რა ვარსკულავი დიდად მნათობი, აღხედ შენ, ნეტარო, სუეტსა ზედა და სოფელი განანათლე საქმეთა შენთა ღირსებითა, და ბნელი საცთურისა განსდევნე, მამაო, ვინაიცა გევედრებით შენ: ვითარმედ გამოაბრწყინვე აწცა გულთა შინა მონათა შენთასა ნათელი დიდი დაუვალი გულისხმის-ყოფისა.

24 დეკემბერი 2024