საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
ხსნილი თევზით
მუცლადღება მართლისა ანას მიერ ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა; წინასწარმეტყველისა ანასი, სამოელ წინასწარმეტყველის დედისა (1100 წ. ქრისტეს შობამდე); სოფრონისა, კვიპრელი მთავარეპისკოპოსისა (VI); ღირსისა სტეფანე ახლადგაბრწყინებულისა (X); წმინდა მოწამეთა: სოსითეოსისა, ნერსესისა და ისააკისა (+553); მღვდელმოწამისა ვლადიმერ ვინოგრადოვისა, პრესვიტერისა (+1919), მღვდელმოწამისა ვლადიმერ ჯურინსკისა, პრესვიტერისა და მოწამისა ევფროსინია ჯურინსკაიასი (+1920), მღვდელმოწამისა ბასილ იაგოდინისა და ალექსანდრე ბურავცევისა, პრესვიტერთა (+1937); ხსენება წმინდისა ნიკოლოზისა, ლუკიაში სიონის მონასტრის არქიმანდრიტისა; ხსენება აღდგომის ტაძრის კურთხევისა.
დღის ლოცვა
მუცლადღება მართლისა ანას მიერ ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა
ტროპარი: დღეს უშვილოებისა საკრველნი განიხსნებიან, რამეთუ იოაკიმ და ანას ვედრებაი შეისმინა ღმერთმან და გარეშე სასოებისა შობად აღუთქუა საღმრთო ქალწული მარიამ, რომლისაგან თვით იგი გარე შეუწერელი შობად არს, რომლისა მიმართ უბრძანებს ხმობად ნათესავსა კაცთასა: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.
კონდაკი: დღესასწაულობს დღეს ყოველი სოფელი ანას მუცლადღებასა, საღმრთოდ აღსრულებულსა, რამეთუ ამან გვიშვა ზესთა სიტყვისა, მშობელი იგი სიტყვისა.
22 დეკემბერი 2024