საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
25 მაისს ქალაქ გორში ჩამოყალიბდა კალათბურთის უფასო სექცია შშმ ბავშვებისთვის. ამ ინიციატივის ორგანიზატორები არიან საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა შიდა ქართლის სადროშო (მეთაური იასონ დეკანოსიძე), საქართველოს კალათბურთის ფედერაცია და არასამთავრობო ორგანიზაცია (ხელმძღვანელი ეკა მაისურაძე), რომელიც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების სხვადასხვა საჭიროებების მიმართულებით მუშაობს.
აღნიშნული სექცია წლების განმავლობაში ფუნქციონირებს თბილისში და წარმატებით ემსახურება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილიტაციას. ბოლო კვლევების მიხედვით, კალათბურთის ბურთით სპეციფიური ვარჯიშები აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა უნარების განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო თერაპიული საშუალებაა, რომელიც ემსახურება ყურადღების კონცენტრაციის, კომუნიკაციისა და სხვადასხვა უნარების ჩამოყალიბებას.
აღსანიშნავია, რომ ქალაქ სექციის დაფუძნებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა და მათ შორის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა. კალათბურთის ვარსკვლავმა, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა კი, ერთობლივი ვარჯიში ჩაუტარა თბილისელ და გორელ ბავშვებს. ბატონმა ნიკოლოზმა მათ საჩუქრად გადასცა კალათბურთის ბურთები, სპორტული ფორმები და სამახსოვრო საჩუქრები.
შეხვედრას ხელი შეუწყო წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის გიმნაზიის დირექტორმა დეკანოზმა ბორისმა. მან გიმნაზიაში უმასპინძლა სტუმრებს და გორელ ბავშვებს.
ამავე დღეს სტუმრებმა ბავშვებთან ერთად მოინახულეს უფილისციხის კომპლექსი.
აღნიშნული ბავშვთა სარეაბილიტაციო კალათბურთის უფასო სექცია უახლოეს მომავალში ხაშურშიც ჩამოყალიბდება.
28 ივლისი 2023