საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
1 ივლისს საყმაწვილო სკოლა-სტუდია „ჩოხოსანის“ პედაგოგებმა უმცროსკლასელებს შესაბამისი სერთიფიკატები გადასცეს. მასწავლებლებმა მოსწავლეებთან ერთად მხიარული აქტივობების დახმარებით შეაჯამეს განვლილი მასალა.
შეავსეს რელიგიის მასწავლებლის მიერ შექმნილი კროსვორდები ბიბლიურ თემებზე; ააწყვეს შემეცნებითი აპლიკაციები; ითამაშეს ე. წ. „ვეფხისტყაოსნობანა“.
საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოებასთან არსებული სკოლა-სტუდია ,,ჩოხოსანი“ მესამე წელია ფუნქციონირებს და მოზარდებისა და ახალგაზრდების ინტელექტუალურ და ზნეობრივ განვითარებას ემსახურება.
წიგნიერება, ფერწერა, გრაფიკა, რელიგია, ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა, ხალხური სიმღერა, გალობა, თეატრალური ხელოვნება, სალაპარაკო ინგლისური ენა, - ეს ის საგნებია, რომლებსაც მოსწავლეები სკოლა-სტუდიაში შეისწავლიან.
სკოლა-სტუდიის მოსწავლეები ხშირად მონაწილეობენ საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებსა და ღონისძიებებში.