საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
2022 წლის 23 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ინტელექტუალური კონკურსის - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ ფინალური შეხვედრა.
კონკურსი - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ უკვე მე-12 წელია მიმდინარეობს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II- ის ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით.
კონკურსის მხარდამჭერები არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“.
ინტელექტუალურ კონკურსში - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ მონაწილეობენ საქართველოში არსებული საჯარო სკოლები და სასულიერო გიმნაზიები.
ფინალურ თამაშს ესწრებოდნენ: ჟიურის თავმჯდომარე ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე, ჟიურის წევრები: თამარ არჩუაძე, ციური გვენეტაძე და ასევე მონაწილე გუნდების ხელმძღვანელები და გულშემატკივრები.
ფინალური თამაში დამთავრდა შემდეგი შედეგით:
უფროსი ასაკობრივი ჯგ.
I ადგილი - რუსთავი N 4 სჯ. სკ. - „ძლევაი“ - 22 ქ.
II ადგილი - ზუგდიდის N 2 სჯ. სკ. - „ჯვარი მძლეველი“ - 21 ქ.
III ადგილი - რუსთავის N 4 სჯ. სკ. - „მშვიდობა“ - 19 ქ.
IV ადგილი - ცაგერის წმ. ილია მართლის სახ. გიმნაზია - „აღმსარებელი“ - 13 ქ.
უმცროსი ასაკობრივი ჯგ.
I ადგილი - რუსთავის N 4 სჯ. სკ. - „წყალობა“ - 26 ქ.
II ადგილი - რუსთავის N 4 სჯ. სკ. - „კარიბჭე“ - 21 ქ.
III ადგილი - რუსთავის N 4 სჯ. სკ. - „ამაღლება“ - 13 ქ.
IV ადგილი - ხობი. სოფ. პირველი მაისის სჯ. სკ. - „ედემი“ - 10 ქ.
წლევანდელი საკონკურსო წელი, პანდემიის გამო, მოგვიანებით დაიწყო, ამასთან დაკავშირებით, მონაწილე გუნდების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებული იყო და, შესაბამისად, კონკურენტული გარემო შედარებით დაბალი იყო.
ამიტომ "ჩვენს ვსწავლობთ ბიბლიის" საორგანიზაციო ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, პირველ ადგილზე გასული გუნდებისთვის, წელს, იერუსალიმში მოგზაურობა ჩაანაცვლოს - კაბადოკიით.
გამარჯვებულები შემდეგნაირად დაჯილდოვდნენ:
პირველ ადგილზე გასული გუნდები მოილოცავენ კაბადოკიას;
მეორე ადგილზე გასული გუნდები - ტაო-კლარჯეთს;
მესამე ადგილზე გასული გუნდები - საქართველოს რომელიმე კუთხეს.
იმედია, მომდევნო სასწავლო წელს არაფერი შეგვიშლის ხელს, რათა კონკურსი სრულფასოვნად ჩატარდეს. (წყარო - საპატრიარქოს საზოგაოებასთან ურთიერთობის სამსახური
28 ივნისი 2022