საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
ამერიკის შეერთებული შტატების მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა ასამბლეა ,,სიცოცხლის გადასარჩენად გადადგმულ ნაბიჯად" აფასებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ამერიკელი ქალებისთვის აბორტის უფლების გაუქმების შესახებ.
ასამბლეის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლომ აბორტები კანონდარღვევად კი არ ცნო, არამედ უბრალოდ ყოველ შტატს მისცა საშუალება, თავად მიიღოს გადაწყვეტილება და, ამავდროულად, აღნიშნავს, რომ ყოველი შტატის მოვალეობაა, იდგეს ადამიანის მხარეს.
ასამბლეამ კვლავ გაიმეორა თავისი უწინდელი პოზიცია, რომ ,,საშვილოსნოში სიცოცხლის შეწყვეტის ყოველი მოქმედება - იქნება ეს წამლით, ექიმის ჩარევით თუ ნაყოფის მომაკვდინებელი სხვა რამ საქციელით - მიიჩნევა მკვლელობად და მისი ჩამდენისთვის მძიმე სულიერი შედეგების მოტანის საფრთხეს შეიცავს".
ასამბლეის მდივანმა, ნისოს მიტროპოლიტმა გრიგოლმა, საკუთარ განცხადებაში აღნიშნა: ,,კარგი იქნება, თუ ჩვენი მთავრობა აბორტს შეაფასებს ეთიკის ნაკლებობად. ჩვენი, როგორც ეკლესიის ვალდებულებაა, უნდა ვიზრუნოთ მათთვის, ვისაც ეს სჭირდება. ამიტომ წავახალისებთ სამრევლოებსა და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, რომ გააძლიერონ თავიანთი საქმიანობა ამ მიმართულებით და იზრუნონ დაუქორწინებელი დედებისა და მძიმე მდგომარეობაში მყოფი წყვილებისათვის". წყარო - საპატრიარქოს უწყებანი
27 ივნისი 2022