• შემოგვიერთდით
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა

ა.წ. 24 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საქართველოს პრეზიდენტი, ქ-ნი სალომე ზურაბიშვილი მიიღო.
  საქართველოს პრეზიდენტი მის უწმინდესობას ესაუბრა წმ. სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის რომში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და აღნიშნა, რომ გუნდის კონცერტს თვითონაც დაესწრება.
  მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ დალოცა ქ-ნი სალომე და წარმატებული ვიზიტი უსურვა. წყარო -საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 

24 ივნისი 2022