საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
ვარდი უეკლოდ თუ ეკალი უვარდოთ!!!
... ვერ ვაჩერებ ფიქრებს, ისინი მოდიან და მოდიან...
რა მიშლის ხელს გამოვთქვა ისინი ხმამაღლა, ვიყვირო, ვიბრძოლო, წინაღვუდგე...
როგორ მოხერხებულად შესძლეს, რომ მიგადუმონ, ვერ გამოთქვა შენი აზრი ხმამაღლა, იბრძოლო, გადაეღობო...
სცენარი სადღაც ჯურღმულებში დაიწერა, ან იქნებ სინათლეში, მაგრამ მერწმუნეთ, შავ-ბნელი და გარყვნილი აზრები და სტრატეგია , იმას რასაც კაცობრიობა ჯოჯოხეთისკენ მიყავს, სადაც არ უნდა დაიწეროს მას მაინც ჯურღმული ჰქვია!!!
ისე შენიღბეს, ისე მოაწყვეს, რომ მათ სცენარზე უარის თქმა და პროტესტი - რუსოფილობას, უვიცობას, დისკრიმინაციისა და ჩამორჩენილობის მატარებლობაა...
არა და არ მინდა, არ გვინდა ხალხო ეს აღლუმები და გეი პროპაგანდა!
არ მინდა რომ ჩემს შვილებზე რჩევის მიცემა არ შეეძლოს დედას, მამას, პედაგოგებს...
მსურს რომ ბავშმა მტკიცედ იცოდეს მამაკაცია იგი თუ დედაკაცი.
ხომ ვხედავთ , ხომ ვიცით რაა მისი გაგრძელება, მაგრამ მოგვიბეს, როგორც რაღაც დანართი და დანამატი , არამედ როგორც ა უ ც ლ ე ბ ლ ო ბ ააა.
გადახედვას არ ექვემდებარება და მორჩა!!
კეთილდღეობა გინდათ? გაიღეთ, დათმეთ მენტალური ფასეულებები.
რა ბიბლია, რა წინაპართა შეხედულებები, რა სიწმიდე ალაოდ ხომ არ ხართ!
ხართ- ხართ და ხართ - თუ არ ხართ დაგვიმტიკეთ და იცხოვრეთ ისე როგორაც ჩვენ გვინდა, მორჩა და გათავდა...
სასწორის ამ პინაზე ესაა, მეორე პინაზე რუსოფილია და ჩამორჩენილობა...
სადაა დემოკრატია, მოსახლეობის აბსოლიტურ უმრავლესობის აზრის გაზიარებისა...
როგორ გაუყინეს ახალ თაობას აზროვნების უნარი, მათ გონიათ ტვინგაყინულნი ჩვენ ვართ და ასეთ ვითარებაში ამ მენტალურ ომში მოსამართლედ თვითონვე ერთადერნი არიან, აბა სხვა ვინ, მეორე პინაზე ხომ ცხადია ვინაა..
მათ კარნახს ჩვენს ქცევებზე - რჩევა ქვია, სხვისას კი ჩარევა...
ჩვენ კი ჩვენი არა გვაქვს და იგი აუცილებლად სხვას უნდა კითხოთ. რადგან ის რომელიც შენ გაქვს ის საბჭოთაა...
ასე დატუქსულები ვზივართ და ვნერვიულობთ მიგვიღებენ თუ არა კანდიდატათ.
არც კი ვიცით გაგვიხარდეს თუ არა!
ვარდი უეკლოთ თუ ეკალი უვარდოთ, რა დოზით შემოდის იგი ჩვეთან...
საგულდაგულოდ ვუსმინე პრემიერს, გულში ვფიქრობდი შენ გაგიმარჯოს ღმერთმა! ხმამაღლა კი თქვენ გაგიმარჯოს ღმერთმა,
ასეთი სიცხადით თქმულის ვერ თუ არ გამგებს რა ვუთხრა , მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია:
" თუ მზის დანახვა არ გინდა ღამე ეძებ მას!"
იცი რომ ღამით მზე არასოდესაა ორბიტაზე და შენს მიერ დაზომბირებულებს უმტკიცემ კიმ ჩენინივით რომ, კორეელები მზეზე ღამეს დაჯდნენ
ვაი უბედურო ბედნიერებავ!
ვაი მჭერმეტყველებით სხვათა გონების დამბიძურებელნო, მწიგრობარნო და ფარისეველნო!
თქვენ ჩვენ გვიწოდებთ ამ უკანასკნელს.
იმავე დროს უწიგნურებს ( ოო როგორი პარადოქსია!)
როგორც წყალში ჩაძირულს ვერაფერს გააგონებ, ასევე ზედმეტად დაშრომაა თქვენი შეგონება...
სადაა გამოსავალი?
უსმინეთ სახარებას: ვისგანაა მთავრობა და რა ეკუთვნის მას...
ასისინდით ეხლა ქვეყნისა და ერის მოძულენო და მე მიწოდეთ ის რაც თვენ ხართ სინამდვილეში.
1. მეძავს რომ ეკამათები, პირველად ის გიწოდებს მეძავი
ხარო....
2. ქურდბაცაცა- დაგასწრებს, ქურდბაცაცა ხარო...
3. რუსის აგენტი - რუსოფილი ხარო...
4. ერის მოღალატე და გამყიდველი - მოღალატეობას დაგწამებს..
მოკლედ პირველად ის მოდის თავში, რასაც მისი სინდისი მას ეუბნება ასეთი ხარო და სინდისის სამართლებლად თავიდან მოსაშორებელი თავს მოიშოროს და ამის საუკეთესო ხერხია სხვას კადროს ის რაც თავიდან აქვს მოსაშორებელი...
ვერ ვიოხე გული უფრო მეტის თაი მინდოდა, მაგრამ არ მყოფნის მწიგნობრობა მწიგნობარნოოო... წყარო - ვანისა და ბაღდათის ეპარქიის გვერდი
24 ივნისი 2022