საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი) რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ კომენტარი გააკეთა:
,,ბევრი დეტალი თავადაც არ ვიცი. მითხრეს, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის დაკავშირებული რაიმე გადაცდომასთან ჩემს საქმიანობაში. მხოლოდ ის ითქვა, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება შეიცვალა. შეიძლება ჩათვალოთ, რომ გზამ მკვეთრად მოუხვია და მე განაპირას აღმოვჩნდი".
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მიტროპოლიტი ილარიონი 2022 წლის 7 ივნისს ყველა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა და დაადგინა ბუდაპეშტისა და უნგრეთის მმართველ მღვდელმთავრად. (წყარო - საპატრიარქოს უწყებანი)
16 ივნისი 2022