• შემოგვიერთდით
კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ჩრდილოეთ მაკედონიის ეკლესია ოჰრიდის სახელით ლიტურგიკულ ერთობაში მიიღო

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ჩრდილოეთ მაკედონიის ეკლესია ოჰრიდის სახელით ლიტურგიკულ ერთობაში მიიღო
  მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმინდესმა ბართლომემ ოჰრიდის მთავარეპისკოპოსს, უნეტარეს სტეფანეს, ჩრდილოეთ მაკედონიის ეკლესიის კანონიკურ და ლიტურგიკულ ერთობაში მიღების საპატრიარქო და სინოდური აქტი გადასცა.
  აღნიშნული ქმედება მსოფლიო საპატრიარქოს პასუხია ჩრდილოეთ მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 4 წლის წინანდელ თხოვნაზე, მიეღოთ ის კანონიკურ ერთობაში.
  კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს განცხადებით, ჩრდილოეთ მაკედონიის ეკლესიის სახელწოდება იქნება ,,ოჰრიდის", ხოლო მისი იურისდიქცია გავრცელდება ჩრდილოეთ მაკედონიის სახელმწიფო ტერიტორიაზე.  (წყარო - საპატრიარქოს უწყებანი)

10 ივნისი 2022