საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
განმარტების მიუხედავად, გრძელდება საქართველოს საპატრიარქოს სახელის უნებართვოდ გამოყენების ფაქტები.
სატელეფონო ზარის მეშვეობით, თითქოს
კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით,
მოქალაქეებს კვლავ სთავაზობენ სხვადასხვა საეკლესიო ნივთს, ახლად დაბეჭდილ ბიბლიას ან ძვირადღირებულ საეკლესიო ატრიბუტიკას.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს არცერთი ოფიციალური სამსახური არ გასცემს ნებართვას ან კურთხევას მსგავსი მარკეტინგული საქმიანობისათვის და არც რაიმე კავშირი აქვს ასეთ პირებთან, რომლებიც პატრიარქის სახელით, სავარაუდოდ, მოსახლეობის ნდობის მოპოვებასა და ამ გზით ნივთების გაყიდვას ცდილობენ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ. (წყარო -საპატრიარქოს საზოგადებასთან ურთიერთობის სამსახური)
08 ივნისი 2022