საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
ა.წ. 7 ივნისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძემ) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიური ასოციაციების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბ-ნი საჰიბ ნაგიევი, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი, ბ-ნი ფაიგ გულიევი და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს, ასევე ისტორიულ ჰერეთში არსებულ მდგომარეობას და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს.
მხარეთა მიერ გამოითქვა დიალოგის გაღრმავების და რეალური ნაბიჯების გადადგმის სურვილი, კეთილმეზობლური ურთიერთობების განმტკიცებისთვის. 07.06.22
წყარო: საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
08 ივნისი 2022