• შემოგვიერთდით
ერთობლივი პარაკლისი ეროვნულ მუზეუმში ახლადგადატანილ ანჩისხატთან

  2022 წლის 5 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა (ლიპარტელიანი), მისმა მოადგილემ, არქიმანდრიტმა კირიონმა (ონიანი) და ანჩისხატის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა არჩილ ხაჩიძემ ერთობლივი პარაკლისი გადაიხადეს ს. ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში ახლად გადატანილ ანჩისხატთან.
  ანჩისხატის გადაბრძანებამდე შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმის ექსპოზიციიდან ს. ჯანაშიას სახ. მუზეუმში საევაკუაციო გზის ტესტირებისათვის მოხდა ფერადი ლითონის ნაკეთობების და შედარებით უფრო უსაფრთხო ხატების გადაბრძანება. მხოლოდ ამის შემდგომ, მესამე დღეს, გადაბრძანდა ანჩისხატი შ. ამირანაშვილის სახ. მუზეუმიდან ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმში ოთხი წლის წინ ოქროს ფონდის მისაღებად შექმნილ საექსპოზიციო სივრცეში.
  სამომავლო მიზანია, ყველა სათანადო პირობის შექმნისა და რიგი საკითხების გადაჭრის შემდეგ, ხატის ტაძარში დაბრძანება.

წყარო: საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, 05.06.22

05 ივნისი 2022