საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
2022 წლის 12-იდან 22 მაისის ჩათვლით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის „ახალი საქართველოს უნივერსიტეტის“ დელეგაცია აკადემიური ვიზიტით იმყოფებოდა შეერთებულ შტატებში.
დელეგაციას ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
დელეგაციის შემადგელობაში იყვნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები. ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო სემინარიაში გამართულ ღონისძიებებს.
15.05.2022. ვიზიტის მეოთხე დღე:
1. საკვირაო წირვაზე დასწრება სემინარიის ტაძარში.
2. სამუშაო შეხვედრა.
3. სიმინარიისა და უნივერსიტეტის გამოცემების გადაცემა ამ ინსტიტუციების საბიბლიოთეკო ფონდისთვის.
3. სემინარიის გარემო. (წყარო -ფოთისა და ხობის ეპარქიის გვერდი)
03 ივნისი 2022