საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად ქ. ქობულეთში აკურთხა მაცხოვრის ამაღლების ტაძარი და მაცხოვრის ნათლისღების ეკვდერი. კურთხევის შემდეგ , მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა- თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ- აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია || -ის ლოცვა კურთხევით მაღალყოვლადუსამღვდელოესმა მეუფე დიმიტრიმ ამაღლების ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი მათე რატიანი დააჯილდოვა მეორე ჯვრის ტარების უფლებით, მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი იოსებ კიკნაძე აყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით. ქობულეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი სვიმეონ ჯინჭარაძე დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. (წყარო - ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის გვერდი)
03 ივნისი 2022