• შემოგვიერთდით

  ანჩისხატთან დაკავშირებით საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, გთავაზობთ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის,
დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის პოსტს, რომელიც მან სულ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა საკუთარ Facebook გვერდზე:

,,ვრცელდება განცხადება ანჩისხატის დაბრუნების მოთხოვნით აქციის შესახებ, გაცნობებთ რომ, ეს განცხადება და აქცია არ არის შეთანხმებული საპატრიარქოსთან.
ბატონი ზაზა ნანობაშვილი თვითნებურად აკეთებს რიგ განცხადებებს საპატრიარქოს და ეკლესიის სახელით და ადამიანები შეჰყავს შეცდომაში. იგი, რიგი გადაცდომების გამო, ცოტა ხნის წინ განთავისუფლებულ იქნა ანჩისხატის ტაძრის ეკონომუსის თანამდებობიდან და უკანასკნელ პერიოდში მოქმედებს სრულიად დამოუკიდებლად."

 

(წყარო: ,,საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური''

02 ივნისი 2022