• შემოგვიერთდით
თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში უფასო მაღაზია გაიხსნა.


  მსგავსი ტიპის მაღაზია მსოფლიოს ბევრ ქალაქშია. თუმცა ჩვენს დედაქალაქში აქამდე ასეთი მაღაზია არ ყოფილა.
პატარა მწვანე მაღაზია ხალხისა და ყველა კეთილისმსურველის მეშვეობით საკვებით დაეხმარება მათ, ვისაც ეს სჭირდება.
  ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ შალვა კეკელიას კურთხევითა და მრევლის წევრის, თამარ ვახტანგიშვილის ორგანიზებით, პირველ უფასო მაღაზიაში ყველას შეუძლია ყველანაირი პროდუქტის, მედიკამენტისა თუ სხვა დახმარების მიტანა და ჩააბარება.
  როგორც ტაძრის ფეისბუკგვერდზე ვკითხულობთ: „აქ ყველას შეუძლია მოსვლა როგორც დახმარების გასაწევად, ისე მისაღებად".
  უფასო მაღაზია იმუშავებს ყოველ კვირას, დილის 11 საათიდან.
  მაღაზიას სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდიც აქვს
  აქვე აღვნიშნავთ, რომ მსგავსი ქველმოქმედებები ხორციელდება ფონდ ,,მოწყალე სამარიტელის" მხარდაჭერით.
  ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც აღასრულებს და შეეწევა ამ ღვთივსათნო საქმეს. (წყარო- საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური)

02 ივნისი 2022