• შემოგვიერთდით
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის დადგენილება

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის დადგენილება
  დღეს, 2022 წლის 27 მაისს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) წმინდა სინოდის სხდომაზე განიხილეს საეკლესიო ცხოვრების საკითხები, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალური გახდა რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ.
  კრებამ იმსჯელა შემდეგ ძირითად საკითხებზე და განაჩინა:
  კრება აფასებს ომს, როგორც უფლის მცნების ,,არა კაც-ჰკლა" დარღვევას და თანაუგრძნობს ომით დაზარალებულ ყველა ადამიანს.
  კრება მიმართავს უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის მთავრობებს თხოვნით, განაგრძონ მოლაპარაკების პროცესი და გამონახონ გზა, რომელიც შეაჩერებს სისხლისღვრას.
  არ ეთანხმება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს პოზიციას უკრაინის ომთან დაკავშირებით.
  კრებამ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წესდებაში შეიტანა შესაბამისი დამატება და ცვლილება, რომლებიც ამტკიცებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის თვითმწყემსობასა და დამოუკიდებლობას.
  კრება ფიქრობს, აღადგინოს მირონის ხარშვა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში.
  კრება იაზრებს პასუხისმგებლობას ღვთის წინაშე და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უკრაინაში მართლმადიდებელთა ერთობის არარსებობის გამო. განხეთქილებას კრება აღიქვამს, როგორც ღრმა, მტკივნეულ ჭრილობას ეკლესიის სხეულზე. განსაკუთრებით დასანანია, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ბოლო ქმედებებმა უკრაინაში, რომლის შედეგადაც ჩამოყალიბდა „მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინაში“ (ავტოკეფალიური - რედ.), მხოლოდ და მხოლოდ გააღრმავა გაუგებრობა და მიგვიყვანა ფიზიკურ დაპირისპირებამდე. მიუხედავად ასეთი კრიზისული გარემოებისა, კრება არ კარგავს დიალოგის განახლების იმედს. (წყარო - საპატრიარქოს უწყებანი)

29 მაისი 2022