• შემოგვიერთდით
შეხვედრა შირვან ალიევთან

12 თებერვალს თელავის სადროშოს ჩოხოსნები შეხვდნენ საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ აზერბაიჯანელ უსაყვარლეს ადამიანს - ქართული ისტორიის, ენისა და ლიტერატურის მცოდნეს, პედაგოგს შირვან ალიევს რომელიც 60 წელია ასწავლის სკოლებში, ამჟამად სოფელი ვარდისუბნის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილეა. 84 წლის ღვაწლმოსილმა ბატონმა შირვანმა საჯაროდ დააფიქსირა რომ დავითგარეჯი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობაა, და კიდევ ერთხელ ისაუბრა თავისი მოუბარი ენით , სიდინჯით და საქართველოს ღრმა პატივისცემით.
"რელიგიით მუსლიმმა სიფრთხილით გვესაუბრა გარეჯელ წმინდა მამებზე და ძალიან მოხიბლულები დაგვტოვა.
სასიამოვნო იყო მასთან შეხვედრა მით უფრო რომ ჩვენს შეთავაზებაზე რასაც ჰქვია საპატრიარქოსთან არსებული თელავის ჩოხოსანთა საზოგადოების საპატიო წევრობის სტატუსზე თანხმობა განგვიცხადა." -წერენ თელავის სადროშოს ჩოხოსნები თავის ფეისბუქ გვერდზე.
მადლობა შირვან ალიევს

14 თებერვალი 2021