• შემოგვიერთდით
გამოფენა "საქართველოს ეკლესიის წინამძღვრები" გაიხსნა

2022 წლის 24 მაისს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 105 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა „საქართველოს ეკლესიის წინამძღვრები“ გაიხსნა.
  გამოფენა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გრძელ და სირთულეებით აღსავსე გზას ასახავს. მასზე წარმოდგენილია საქართველოს ეკლესიის პირველი მამამთავრების, კათოლიკოსებისა და კათოლიკოს-პატრიარქების მოღვაწეობის ამსახველი მასალა, ეროვნულ არქივში დაცული ისტორიული საბუთები, ხელნაწერები, ფოტო და საარქივო დოკუმენტები; ასევე პატრიარქების მემორიალური ნივთები, რომლებიც სხვადასხვა კერძო კოლექციაშია დაცული.
  ღონისძიებას ესწრებოდნენ ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე), საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი სასულიერო პირები, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგები, ასევე სხვა სასულიერო პირები, სამეცნიერო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
  გამოფენა 22 ივნისამდე გაგრძელდება და მასზე დასწრება თავისუფალია. გამოფენის კურატორია ქეთევან ასათიანი. (წყარო - საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური)

24 მაისი 2022