• შემოგვიერთდით
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი

ბატონი ლექსო (ალექსანდრე) თორაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

  მსოფლიო მუსიკალურ საზოგადოებას გამოაკლდა სულიერებით, სიყვარულითა და სიფაქიზით გამორჩეული თანამედროვეობის უდიდესი პიანისტი და ღირსეული პიროვნება, - ბატონი ლექსო (ალექსანდრე) თორაძე.

  მართალია, მან შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობის დიდი ნაწილი უცხოეთში გაატარა, მაგრამ სამშობლოზე ფიქრი მისი მუდმივი თანმდევი იყო და ყოველთვის ცდილობდა, თავისი მაღალი ავტორიტეტი ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოეყენებინა;

  აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ლექსო-ალექსანდრეს უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან იგი მშობლებთან, - ქალბატონ ლიანასა და ბატონ დავითთან ერთად, სავანესა მართალთასა დააწესოს, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა.

  პატივისცემით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

  20.05.2022   (წყარო - საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური)

20 მაისი 2022