საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
ამა წლის 7 მაისს ისრაელში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრა იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე lll სთან ,სადავ აქტიურ მონაწილებას იღებდნენ ისრაელში მცხოვრები ქართველები მათ შორის პატრიარქის ჩოხოსნები.
ღონისძიება ქართული მრავალჟამიერით დაიწყო , პატრიარქს მიულოცეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, იგალობეს ქართული საგალობლები და საჩუქრად გადასცეს იერუსალიმის ჯვრის მონასტერში მოღვაწე სამი წმინდა მამის აღმშენებელი პროხორე ქართველის,ნიკოლოზ დვალის და ლუკა იერუსალიმელის ხატი. პატრიარქმა თეოფილე III -მ დალოცა სტუმრები.
პატრიაქის ჩოხოსნთა საზოგადოების ისრაელის სადროშო მადლობას უხდის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ისრაელის სახელმწიფოში ბატონ ლაშა ჟვანიას ქვეყნისა და ეკლესიის ერთგულებისთვის.
19 მაისი 2022