საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
ქუთათურებისათვის გვირილობა-ქუთაისქალაქობა ლამაზი დღესასწაულია. 2 მაისს გიმნაზისტი გოგონები. სიმბოლურად, კალათით გვირილებს დაატარებენ, ისე როგორც საუკუნის წინ, როდესაც ალექსანრდა ჩიქოვანმა გადაწყვიტა, გაყიდული გვირლების თანხით ავადმყოფ ბავშვებს დახმარებოდა. მრავალ ღონისძიებათაგან მნიშვნელოვანი გახლდათ ჭადრაკის ლეგენდის მაია ჩიბურდანიძის საიუბილეო საღამო, ხოლო ბაგრატის ტაძარში, საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსნები ქუთათელ გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ დალოცა. შემდეგ კი ჩოხოსნად კურთხევის საპატიო ცერემონიალი გაიმართა. მესამე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების დამრიგებლის, ჩოხოსან ფატი ხინგავას მოსწავლეები პატრიარქის ტახტის მომავალ მცველებად აკურთხეს. მათ რიგებში გახლდათ ჩოხოსანთა მესამე თაობა: გაბრიელ როხვაძე და კონსტანტინე აბულაძე. პატარებმა სამშობლოს ერთგულების ფიცი დადეს.
05 მაისი 2022