საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
დღეს, 14 აპრილს დედაენის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ყოველწლიურად მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, გამოფენები .
ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა..
1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა და სახელმწიფო ენად რჩებოდა მხოლოდ რუსული ენა. ამ განზრახვას წინ აღუდგა მთელი საქართველოს მოსახლეობა. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თსუ-დან უმაღლესი საბჭოს შენობისაკენ. ვითარება ხელისუფლებისათვის უმართავი ხდებოდა‚ საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო — სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა
14 აპრილი 2022