საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება 7 აპრილს, ტრადიციულად, მარტყოფობის სახალხო დღესასწაულს აღნიშნავს, სადაც მაყურებელს მრავალფეროვანი სანახაობა ელოდება: ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი გამოსვლები: ფარიკაობა, ჭიდაობა, ლახტი, დოღი; ხელნაკეთი ნივთების გამოფენა; ქართული საესტრადო სიმღერები; მხატვრული კითხვა; ქორეოგრაფია და ფოლკლორი. აგრეთვე წარმოდგენილი იქნება იარაღის გამოფენა . პროექტის მხარდამჭერები არიან: • ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტები (რუსთავი, მარნეული, გარდაბანი, ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო); • ქართული საბრძოლო ხელოვნების ეროვნული ფედერაცია „ხრიდოლი“; • ქვემო ქართლში მოქმედი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები.
შეგახსენებთ რომ ზემოხსენებული ღონისძიება საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ჩართულობით უკვე მესამე წელია ტარდება და მიზნად ისახავს მნიშვნელოვანი ისტორიული თარიღების უკვდავყოფას და ეროვნული ღირებულებებისა და ტრადიციების პოპულარიზაციას.
05 აპრილი 2022