საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
ქართველი მძლეოსანი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ევროპის პირველი ჩემპიონი ბირთვის კვრაში, ევროპის რეკორდსმენი გიორგი მუჯარიძე არჩეულია საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების საპატიო წევრად.
გორელი მძლეოსანი 2019 წლის 9-10 მარტს სლოვაკეთის ქალაქ სამორინში გამართულ ევროპის თასზე 23 წლამდელთა შორის ბირთვის კვრაში გამარჯვებული და რეკორდის ავტორი გახდა.
გიორგი მუჯარიძე გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალური სასპორტო სკოლის მძლეოსნობის სექციის მწვრთნელის-გივი იაზბარიანის აღზრდილია.
2021 წლის ტოკიოს ოლიმპიურ სტადიონზე ბირთვის კვრაში A ჯგუფის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, რომელშიც გიორგი მუჯარიძემ პირველ ცდაზე ბირთვი 18,71 მეტრზე გადააგდო, რის შემდეგაც მეორე ცდაზე საკუთარი შედეგი გააუმჯობესა - 19,76 მეტრი.
01 აპრილი 2022