• შემოგვიერთდით
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი

  სამწუხაროდ, გლოვა გვიწევს ჩვენი მოხალისეების გამო. ამჟამად ვეთხოვებით უკრაინის ომში გარდაცვლილთ. ისინი მოყვასის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ და თავიც შესწირეს.
  სხვისთვის სიცოცხლის გაღება უდიდესი მსხვერპლია!
  აღვავლენთ ლოცვებს გიორგი (გია) ბერიაშვილის, დავით რატიანისა და ბახვა ჩიქობავასათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულნი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც თითოეული ჩვენგანი უნდა მოემზადოს.
  ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
  26.03.2022

26 მარტი 2022