• შემოგვიერთდით
21 წლის ლილი თაკვარელია - შინაგანი ჯარის სპეცდანიშნულების პოლკის მებრძოლი

21 წლის ლილი თაკვარელია - შინაგანი ჯარის სპეცდანიშნულების პოლკის მებრძოლი
ეს სილამაზე 1993 წლის 22 სექტემბერს - ბაბუშერას აეროპორტში, აფეთქებულ თვითმფრინავში დაიღუპა. ლილი აფხაზეთში მიფრინავდა. სასიკვდილოდ განწირულ ქართველ მეომრებს უნდა მიშველებოდა. იცოდა, რომ სიკვდილის მახეში მოხვდებოდა, რადგანაც განახლებულ ომში, მძიმე ტექნიკის გარეშე დარჩენილ ჯართან ერთად, კბილებამდე შეიარაღებულ მტერს უნდა შებმოდა. სამწუხაროდ, ამ გოგონას შესახებ არაფერი ისწავლება სკოლებში. მომავალმა თაობამ მისი სახელი საერთოდ არ იცის...

18 მარტი 2022