საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
ჩვენთან არს ღმერთი!
ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს!
თქვენო აღატებულებავ, გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს.
,,დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი.“
ჩვენ ღვთისაგან დაჯილდოებულნი ვართ მრავალი სასწაულით. შემთხვევითი არ არის ის მოვლენა, რომ საქართველოში იყო ჩამოტანილი ხალენი წმინდისა ილია წინასწარმეტყველისა, ის ხალენი აქ არის დაკრძალული. შემთხვევით არ არის ის ფაქტი, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ღვთისმშობლისა, აქ ჩამოტანილ იქნა კვართი მაცხოვრისა.
ეს ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ ჩვენ ბევრი მოგვეკითხება.
დღეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავძლიოთ ის ავადმყოფობა, რომელიც მძვინვარებს და განსაცდელი, რომელიც მოგვივლინა უფალმა.
იმედია საქართველო და ქართველი ხალხი დაძლევს ამ განსაცდელს.
მე განსაკუთრებით მივესალმები ჩვენ ხელისუფლებას და ვთხოვ, მიულოცონ მრევლს, ქვეყანას, ეს დღესასწაული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბ-ნი გიორგი გახარია
თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მინდა სვეტიცხოვლობა მივულოცო. სვეტიცხოვლობა უკვე აღარ არის მხოლოდ რელიგიური დღესასწაული,სვეტიცხოვლობა არის სრულიად საქართველოს დღესასწაული, სახელმწიფოებრივი დღესასწაული, რომელიც გვაერთიანებს ჩვენ ყველას ერთად. ამ ერთიანობას რაღა თქმა უნდა ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს დღეს, როდესაც განსაცდელის ჟამში ვართ, როდესაც ვიბრძვით და ამ ბრძოლაში მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ. საქართველოს მოქალაქეები, ექიმები, ქართული ეკლესია, მთავრობა, ყველანი ერთად. ამ ერთიანობით შეგვიძლია ჩვენ დავამარცხოთ ყველაზე მძიმე მტერიც, ისეთი როგორიც არის ვირუსი. ამ ერთიანობით ჩვენ უნდა ვიყუროთ ხვალინდელი დღისკენ. და რა თქმა უნდა ამ ერთიანობით ჩვენ უნდა ერთმანეთს მივულოცოთ სვეტიცხოვლობა. პირველ რიგში მინდა სვეტიცხოვლობა მივულოცო უწმინდესს და მინდა კიდევ ერთხელ სვეტიცხოვლობა მოგილოცოთ თითოეულ თქვენგანს. მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, მინდა გისურვოთ წარმატებები და ქვეყნის გამთლიანება.
05 ნოემბერი 2020