• შემოგვიერთდით
პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი ტაძარში

უკრაინაში, ჟიტომირის ეპარქიაში, მიტროპოლიტ ნიკოდიმოსის ლოცვა-კურთხევით, ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ტაძრის ტერიტორიაზე პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი მოეწყო.
  მრევლმა პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი გაიარა. ისინი მზად არიან დაეხმარონ ყველას, ვისაც დასჭირდება.
  ტაძარში შესაძლებელია მკურნალობის კურსის გავლაც. ამისათვის მოამზადეს საწოლები, წვეთოვანი სისტემები, მედიკამენტები. (წყარო - საპატრიარქოს უწყებანი)

13 მარტი 2022