საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
უკრაინაში, კიევის ეპარქიაში, საომარი მოქმედებების შედეგად კიდევ 3 ტაძარი დაზიანდა.
ბმპ -ის მიერ ნასროლი ორი ჭურვი სოფელ იასნოგოროდკის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის გუმბათს მოხვდა. ასევე დაზიანდა სამრევლო სახლი. მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევით დაიცხრილა ფანჯრები და ტაძრის კარები.
სოფელ ბიშევში საავიაციო დაბომბვის შედეგად ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ტაძრის სარკმლები ჩაიმსხვრა და დაზიანდა კარი.
სოფელ მოსტიშჩეში ინტენსიური სროლის შედეგად დაიცხრილა წინასწარმეტყველ ილიასა და ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი. (წყარო - საპატრიარქოს უწყებანი)
13 მარტი 2022