• შემოგვიერთდით
ოდესის ეპარქიამ სამხედრო ჰოსპიტალს 100 000 გრივნის ღირებულების დახმარება გადასცა

ოდესის ეპარქიამ სამხედრო ჰოსპიტალს 100 000 გრივნის ღირებულების დახმარება გადასცა
  ოდესის სამხრეთის რეგიონის სამხედრო ჰოსპიტლის თხოვნით, ეპარქიამ შეიძინა მედიკამენტები და იმობილიზაციის საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ტრავმისა და მოტეხილობის დროს.
  ოდესისა და იზმაილის მიტროპოლიტ აგათანგელოსის ლოცვა-კურთხევითა და თანადგომით, სასულიერო პირებმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური განყოფილების ხელმძღვანელ, დეკანოზ პავლე პოლიშჩუკთან ერთად შეიძინეს 100 000 გრივნის ოდენობის წამლები და სამედიცინო საშუალებები. (წყარო - საპატრიარქოს უწყებანი)

13 მარტი 2022