საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
დღეს ვემშვიდობებით ყველასთვის საყვარელ პიროვნებას, გამორჩეულ ქართველს, ლომისის ერთგულ ყმას, სიონის საკათედრო ტაძრის ძველ სტიქაროსანს, თბილსა და ბავშვივით გულწრფელ ელგუჯა (გუჯა) ბურდულს.
აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მომადლოს მშვიდობა და ბატონი ელგუჯასთვის ლოცვის ძალა.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
10 მარტი 2022